ბიზნესისთვის

ინტერნეტ მაღაზიის დამზადება

ინტერნეტ მაღაზიის დამზადება  მისთვის ვინც ამ საკითხთან შეხება არ ქონია შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან მარტივი ან ძალიან რთული ჩანდეს. ამ სტატიაში  თქვენ ნახავთ სასარგებლო ინფორმაციას რაც გაგიადვილებთ ინტერნეტ მაღაზიის დამზადების პროცესს. აქ მოცემულია საბაზისო ინფორმაცია, რომელიც ასახავს ონლაინ მაღაზიის შექმნის ძირითად ნაბიჯებს და იმას თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თითოეულ ეტაპზე.

პირველი რაც ინტერნეტ მაღაზიის დამზადებამდე უნდა გააკეთოთ:

  1. გაარკვიეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია / buyer persona

სანამ დაიწყებთ ონლაინ მაღაზიის დამზადებას, აუცილებელია განსაზღვროთ თქვენი სამიზნე აუდიტორია, თუ ვინაა თქვენი პოტენციური მომხმარებელი, რა სქესის, ასაკის, პროფესიის,  განათლების, შემოსავლების ადამიანები არიან ისინი, სად ცხოვრობენ, რა ინტერესები გააჩნიათ და აშ.  ამ ინფორმაციის ცოდნა  დაგეხმარებათ მათზე მორგებული ონლაინ მაღაზიის დაამზადებასა და სწორი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში რაც თქვენი ინტერნეტ მაღაზიის ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის. ონლაინ მაღაზიის მიზანი ხომ გაყიდვების გაზრდა არსებული კლიენტების შენარჩუნება და ახალის მოზიდვაა.

 

დეტალები
ავტორი: View.ge
კატეგორია: ბიზნესისთვის
გამოქვეყნებულია: 28 მარტი 2024
შექმნილია: 28 მარტი 2024
ბოლო განახლება: 28 ოქტომბერი 2025
გადასვლები: 1863

ვრცლად …

ვიდეო მარკეტინგი გაყიდვების ზრდისთვის

ვიდეო მარკეტინგი არის სულ უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ბიზნესის ციფრული მარკეტინგის არსენალში მთელს მსოფლიოში. მისი მნიშვნელობა გამომდინარეობს აუდიტორიაზე ვიდეო კონტენტის ღრმა ზეგავლენიდან, ჩართულობის, ინფორმაციის შენარჩუნებისა და ყიდვის ქცევაზე გავლენის თვალსაზრისით ვიდეო ფორმატს კონკურენტი არ ყავს. ამ დეტალურ კვლევაში ჩვენ ჩავუღრმავდებით ვიდეო მარკეტინგის მნიშვნელობის მიზეზებს, რაც ასახავს მის გადამწყვეტ როლს თანამედროვე ბიზნეს სტრატეგიებში.

ვიდეო მარკეტინგი და მისი როლი ბიზნეს სტრატეგიებში

1. გაზრდილი ჩართულობა 

ვიდეოს აქვს აუდიტორიის ყურადღების მიპყრობისა და დაპყრობის შეუდარებელი უნარი. ტექსტისა და სტატიკური სურათებისგან განსხვავებით, ვიდეო აერთიანებს ვიზუალურ და სმენის სტიმულს, რაც მათ უფრო მიმზიდველს და ადვილად საყურებელსა და გასაანალიზებელს ხდის. ეს მულტისენსორული ჩართულობა კრიტიკულია იმ ეპოქაში, სადაც მომხმარებლის ყურადღების დიაპაზონი უფრო მოკლეა, ვიდრე ოდესმე. HubSpot-ის თანახმად, ვიდეო კონტენტის გაზიარების ალბათობა 40-ჯერ მეტია, ვიდრე სხვა ტიპის კონტენტის, რაც აძლიერებს ბრენდის წვდომას და ჩართულობის დონეს.

დეტალები
ავტორი: View.ge
კატეგორია: ბიზნესისთვის
გამოქვეყნებულია: 25 მარტი 2024
შექმნილია: 25 მარტი 2024
ბოლო განახლება: 28 ოქტომბერი 2025
გადასვლები: 1838
  • გაყიდვები

ვრცლად …

WordPress საიტები მართლა "ბანძია"!? (მითები და სიმართლე)

ყველაზე გავრცელებული ჭორები  WordPress-ის შესახებ

 

1. WordPress საიტის ქონა საშიშია, მათ ხშირად "ჰაკავენ"

 მითი:   ვორდპრესის საიტები დაუცველია და ადვილად ტყდება.

 სიმართლე:   WordPress-ის ბირთვი დაცულია. თუმცა, საეჭვო წარმოშობის ან მოძველებული პლაგინების დამატებამ შეიძლება ის მარტივი სამიზნე გახადოს ჰაკრებისთვის, ეს ეხება როგორც ვორდპრესს ისე  ნებისმიერ საიტს. 

 

2. WP საიტები ძალიან ნელია

 მითი:    ვორდპრესის საიტები ნელა იტვირთება.

 სიმართლე:   WordPress-ის ძრავი Porsche ნამდვილად არ არის, ის უფრო ხულიგანკა BMW გავს, რომელსაც შეუძლია გახდეს პორშესავით სწრაფი თუ კი მას არ გადავტივირთვათ ზედმეტი პლაგინებით, შევარჩევთ კარგ ჰოსტინგს და მოვახდენთ WordPress სიჩქარის ოპტიმიზაციას. 

 

3. ვორდპრესი ვერ უძლებს დიდ დატვირთვას

 მითი:   ვორდპრესს არ შეუძლია დიდი ბაზის და დიდი ტრაფიკის გაძლება.

 სიმართლე:    თუ თქვენ აპირებთ შექმნათ მეორე Facebook ან Amazon-ი, მაშინ ნამდვილად არ არის ვორდპრესი საუკეთესო არჩევანი, მაგრამ თუ ეს ეხება ნიუს სააგენტოს, მაშინ WordPress ერთ-ერთი საუკეთსოა ვარიანტია დღეში ათეულობით სტატიის გამოსაქვეყნებლად. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, მსოფლიო საიტების 40%-ზე მეტს სწორედ ვორდპრესს იყენებს. 

 

დეტალები
ავტორი: View.ge
კატეგორია: ბიზნესისთვის
გამოქვეყნებულია: 11 ნოემბერი 2023
შექმნილია: 11 ნოემბერი 2023
ბოლო განახლება: 04 ნოემბერი 2025
გადასვლები: 3489
  • WordPress
  • საიტის დამზადება
  • დამწყებთათვის

ვრცლად …

როგორ მივაბა ჩემი ბიზნეს მეილი Gmail-ის აპლიკაციას

დეტალები
ავტორი: View.ge
კატეგორია: ბიზნესისთვის
გამოქვეყნებულია: 22 ივნისი 2023
შექმნილია: 22 ივნისი 2023
ბოლო განახლება: 13 დეკემბერი 2023
გადასვლები: 2554

ვრცლად …

გვერდი 7 სულ 7

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7

Copyright ©2026 TEST-საიტის დამზადება | ციფრული მარკეტინგი | ვიდეო რეკლამა