სოც. მედია მარკეტინგი
ონლაინ მაღაზია: თქვენი ბიზნესის ციფრული სახლი და მისი უპირატესობები Facebook გვერდთან შედარებით
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, როდესაც ინტერნეტი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა, ბიზნესისთვის ონლაინ სივრცეში არსებობა უკვე არა ფუფუნება, არამედ აუცილებლობაა. ბევრი მეწარმე, განსაკუთრებით ისინი, ვინც ახლა იწყებენ საქმიანობას ან მცირე ბიუჯეტი აქვთ, ხშირად ირჩევენ სოციალურ მედიას, კერძოდ Facebook გვერდს, როგორც პირველ პლატფორმას თავიანთი პროდუქციის ან მომსახურების წარსადგენად და გასაყიდად. ეს გასაგებიცაა – Facebook-ი მილიონობით აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს და შედარებით მარტივად იძლევა პირველადი კონტაქტის დამყარების საშუალებას. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ბიზნესის სერიოზულ განვითარებას, სტაბილური შემოსავლის მიღებას და ბრენდის გრძელვადიან პერსპექტივაში გაძლიერებას, ჩნდება კითხვა: საკმარისია კი მხოლოდ Facebook გვერდი? თუ დროა, ვიფიქროთ უფრო სოლიდურ და მრავალფუნქციურ გადაწყვეტაზე, როგორიცაა სრულფასოვანი ონლაინ მაღაზია?
ეს სტატია სწორედ ამ დილემის გარშემო დაგეხმარებათ გარკვევაში. ჩვენ დეტალურად განვიხილავთ, თუ რას წარმოადგენს ნამდვილი ინტერნეტ მაღაზია, რა არის მისი ფუნდამენტური უპირატესობები სოციალური მედიის პლატფორმებთან, კერძოდ კი Facebook გვერდთან შედარებით, და რატომ უნდა განიხილებოდეს ის, როგორც თქვენი ბიზნესის ციფრული "სახლი" და არა უბრალოდ "ფანჯარა" სოციალურ ქსელში. თუ თქვენ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც უჭირს ამ ორ პლატფორმას შორის მკაფიო ზღვარის გავლება, ან უბრალოდ გსურთ, უკეთ გაიაზროთ, რომელი გზაა თქვენი ბიზნესისთვის ოპტიმალური, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.
- დეტალები
- ავტორი: View.ge
- კატეგორია: სოც. მედია მარკეტინგი
- გადასვლები: 1190
ლოგოს დამზადება | ლოგოს შექმნა
ლოგოს დამზადება (ლოგოს შექმნა) და თან კარგის ეს ძლიერი იარაღია რომელიც თქვენი ბიზნესის ღირებულებებს, ესთეტიკას, ხასიათსა და საჭიროებას ქმნის თქვენი პოტენციური მომხმარებლის თვალში. ლოგო კომუნიკაციის საშუალებაა რომლითაც თქვენ გაცნობიერებულად ეკონტაქტებით და ახდენთ შთაბეჭდილებას მომხმარებელზე. ლოგოს დამზადება უფასოდ კი წინგადადმული ნაბიჯი თქვენი ბიზსნესის კეთილდღეობის გზაზე.
რამდენიმე საკვანძო საკითხი რომლის გააზრებაც ლოგოს შექმნამდე მხოლოდ წაგადგებათ ამ მნიშვნელოვან საქმეს შეჭიდებულებს:
- ბრენდის ცნობადობა - ჭარბპროდუქტიანობის პირობებში ლოგოს განსაკუთრებული დიზაინი და დამახსოვრებადობა დიდ სამსახურს გაგიწევთ კონკურენტებთან ბრძოლაში.
- კარგი პირველი შთაბეჭდილება - ლოგოს დანახვისთანავე მოდის თქვენი ბრენდის ესთეთიკისა და რაობის განცდა.
- სანდოობა და ავტორიტეტულობა - ლოგოები რომლებიც გვიტოვებენ პროფესიონალიზმისა და თანმიმდევრულობის, ნაფიქრობის განცდას მხოლოდ სანდოობასა და პატვისცემას იწვევენ მომხმარებელში.
- თანმიმდევრულობა - კარგი ლოგო უნივერსალური ხასიათისაა და მას შეუძლია იმუშაოს ყველგან, სავიზიტო ბარათებიდან დაწყებული, საიტებზე, ინსტაგრამსა თუ მაღაზიების ვიტრინებზე.
- დეტალები
- ავტორი: View.ge
- კატეგორია: სოც. მედია მარკეტინგი
- გადასვლები: 5402
უფასო ფოტოების საიტები
უფასო ფოტოების წყაროს ეძებთ? თუ გიფიქრიათ იმაზე რამდენ ძალისხმევას დაზოგავდით უფასო ფოტოების წყაროსთვის რომ მიგეგნოთ? არა და ფოტოები ყველაფრისთვის გჭირდებათ - საიტისთვის, სოციალური მედია მარკეტინგისთვის, ბრენდინგისთვის, გაყიდვების ზრდისთვის. ეს ყველასთვის ნაცნობი ტკივილია თან მაშინ როცა შეზღუდული ხართ ფინანსებში.
ვებში ბევრი ძალიან კარგი უფასო რესურსია საიდანაც შეგიძლიათ ჩამოწეროთ მაღალი ხარისხის ფოტოები თქვენი ბიზნესისთვის, მთავარია მათ შესახებ იცოდეთ. ამიტომ ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ 10 ყველაზე ცნობილ და საჭირო ვებსაიტზე საიდანაც შეძლებთ საჭირო ფოტოების ჩამოტვირთვას უფასოდ.
დასაწყისისთვის გავერკვეთ ფოტოების ლიცენზიების ტიპებში:
- Royalty free ნიშნავს რომ ყველანაირი ფასის გარეშე შეგიძლია გამოიყენო ფოტო რომელზე ლიცენზიაც ასევე უფასოა. ფლობ ფოტოს, ეი ფლობთ მასზე ლიცენზიასაც.
- Creative Commons license ეს გაძლევთ საშუალებას გააზიაროთ თქვენი ფოტო და გამოიყენოთ საკუთარი მიზნებისა და სურვილისამებრ.
- Attribution ამ შემთხვევაში ფოტოს ჩამოტვირთისას თქვენ იღებთ ვალდებულებას რომ მისი გამოყენების შემთხვევაში მიუთითოთ ფოტოს ავტორის ვინაობა.
- Commercial use რიგ სიტუაციებში კომერციული გამოყენებისთვის და ფინანსური სარგებლის მისაღებად თქვენ დაგჭირდეთ ნებართვაც. გააჩნია სიტუაციას.
- Membership ნიშნავს რომ ზოგიერთი საიტი ფოტოს ჩამოსატვირთად გთხოვთ რეგისტრაციის გავლას და თქვენი ექაუნთით ამ ფოტოების ჩამოწერას, რიგ შემთხვევებში ამისთვის თანხასაც ითხოვენ ან შეიძლება იგი მოიცავდეს ფიქსირებული რაოდენობის საწევროს თვიურად.
- დეტალები
- ავტორი: View.ge
- კატეგორია: სოც. მედია მარკეტინგი
- გადასვლები: 6457
ვის არ აწუხებს რეკლამები სოციალურ ქსელებში? რეკლამას სიამოვნებით ალბათ მხოლოდ მათი შემქმნელები უცქერენ, იშვიათად მაგრამ მაინც მომხმარებლებიც მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში. ამიტომ თუ არა არ ვიცით, მაგრამ როგორც ჩანს, META-მ გადაწყვიტა რომ არჩევანის შესაძლებლობა მოგვცეს, ვიხილოთ თუ არა ისინი ჩვენ ფიდში.
2022 წლის 30 ოქტომბერს, Meta- მ გაავრცელა პრეს რელიზი რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ ნოემბრიდან იგეგმება Ads Free (რეკლამის გარეშე) ფასიანი სერვისის ჩართვის შესაძლებლობა მომხმარებელთათვის, თუმცა ამ ეტაპისთვის მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე.
ფასები : €9.99/ თვეში ბრაუზერის ვერსიაში META პროდუქტების გამოყენებისას, ხოლო €12.99/თვეში iOS -ზე და Android-ზე. მულტი ექაუნთით სარგებლობის შემთხვევაში კი 2024 წლის 1-ლი მარტიდან მოგიწევთ სათითაოდ ყველა ექაუნთზე €6 - €8 გადახდა.
ამ სიახლემ ბევრი შერეული რეაქცია გამოიწვია ვების მომხმარებლებში. ერთი ნაწილის აზრით, ფასიანი სერვისით რომლითაც შეძლებული მომხმარებლები ისარგებლებენ ხდება სეგრეგაცია მდიდრებისა ღარიბებისგან. ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ვერ მისცემენ ფასიანი სერვისით სარგებლობის უფლებას, დარჩებიან რეკლამის სამყაროს გავლენების ქვეშ, ხოლო შეძლებული ადამიანები აირიდებენ დისკომფორტს და ისარგებლებენ თავიანთი მდგომარეობით ისე როგორც ყოველთვის და ყველგან.
ამ სიახლის გაგების მერე ჩნდება ლოგიკური კითხვა - გააიაფებს თუ არა META-ზე, Ads-free სერვისი რეკლამის ფასს ბიზნესისთვის?
- დეტალები
- ავტორი: View.ge
- კატეგორია: სოც. მედია მარკეტინგი
- გადასვლები: 1589
რა არის Blue tick?
Facebook გვერდების blue tick, იგივე ვერიფიკაციის ბეჯი, ან უბრალოდ "ლურჯი პტიჩკა" როგორც ამას ყველაზე ხშირად უწოდებენ ხოლმე ფეისბუქზე, არის საშუალება, აჩვენოს მომხმარებლებს, რომ გვერდი არის საჯარო მოღვაწის, ბრენდის ან ორგანიზაციის ავთენტური. ანუ მაგალითად, თუ წერ Adidas-ის გვერდს სპორტული ტანსაცმლის შესაძენად, blue tick-ის ქონა გარწმუნებს რომ ის ნამდვილად Adidas-ის ოფიციალური გვერდია და არა Adibas-ი, რომელიც ცდილობს ცნობილი ბრენდის სახელს ამოეფაროს.
რა ღირს Facebook და Instagram გვერდის ვერიფიცერება?
X-ისგან (ყოფილი Twitter) განსხვავებით META-მ (Facebook) მნიშვნელოვნად განსხვავებული ტარიფები შემოგვთავაზა. კერძოდ, X-ზე ბიზნეს გვერდის ვერიფიკაცია ღირს 1000$/თვე, დიახ არ მოგჩვენებიათ 1000$ თვეში + ტაქსები :) .
რაც შეეხბა Facebook და Instagram გვერდების ვერიფიკაციის ფასებს ისინი თანაბარია და თითოეულისთვის 22$, ხოლო თუ ორივე ერთად შეიძენთ 44$-ის ნაცვლად 35$-ის გადახდა მოგიწევთ.
აქვე შეგახსნებთ, Facebook ან Instagram-ის, პერსონალური ექაუნთის გაოფიციალურება რომელიც ამ მომენტისთვის საქართველოშიც მუშაობს აპლიკაციის ვერსია 15$ ღირს თვეში, ხოლო ბრაუზერის ვერსია კი - 12$ თვეში. უცნაურია, რომ იგივე სერვისის ღირებულება X-ზე თვეში მხოლოდ 8$ შეადგენს.
- დეტალები
- ავტორი: View.ge
- კატეგორია: სოც. მედია მარკეტინგი
- გადასვლები: 3706
გვერდი 2 სულ 3