ვებ-დეველოპმენტი

დომენის შერჩევა თქვენი ბიზნესისთვის

დომენის შერჩევა იმაზე მეტად მნიშვნელოვანი პროცესია, ვიდრე ის თუ როგორ გამოიყურება უბრალოდ URL ბრაუზერში. დომენი თქვენი ბიზნესის ბრენდინგის და SEO-ს ნაწილია რომელიც შესაბამისად  და ღირსეულად უნდა წარმოადგენდეს მას ვებ სივრცეში. რა თქმა უნდა დომენის შერჩევისას ბევრი თავსატეხის წინაშე შეიძლება დადგეთ მაგრამ არის მნიშვნელოვანი საკითხრები რომელთა გათვალისწინებათ ამ პროცესს მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ. 

 

დომენის შერჩევა - ძირითადი საკითხები 

დომენის შერჩევა გულისხმობს პროცესს, რომლის დროსაც უნდა დასვათ 3 მნიშვნელოვანი კითხვა:

 

  • თქვენი დომენის სახელის გაგონებისას რა გსურთ რომ იგრძნოთ თქვენმა პოტენციურმა მომხმარებელმა?
  • შერჩეული დომენი ასახავს თუ არა ყველა იმ პროდუქტსა თუ სერვისს რასაც თავაზობთ მომხმარებელს?

  • ბრენდულ სახელწოდებაზე აკეთებთ აქცენტს თუ SEO ქივორდის გამოყენება გსურთ დომენის არჩევისას? (ამ კითხვაზე პასუხი ფაქტობრივად გაკეთებული საქმის ნახევარია)

 

1. მოკლე, კეთილჟღერადი და დამახსოვრებადი 

თუ დომენის სახელში გსურთ რომ ბრენდის სახელი ფიგურირებდეს, რებრენდიგს კიდევ არ გეგმავთ ისღა დაგრჩენიათ დაარეგისტრიროთ სახელი დომენად. მაგრამ გაითვალისწინეთ რომ დომენის  სახელი უნდა იყოს : 

  • 15 სიმბოლოზე ნაკლები
  • კეთილჟღერადი
  • დამახსოვრებადი
  • ასოციაციების გამომწვევი

დეტალები
ავტორი: View.ge
კატეგორია: ვებ-დეველოპმენტი
გამოქვეყნებულია: 22 იანვარი 2024
შექმნილია: 11 დეკემბერი 2023
ბოლო განახლება: 28 ოქტომბერი 2025
გადასვლები: 2091
  • SEO
  • ვებ 3.0
  • დომენი

ვრცლად …

საიტის დამზადება უფასოდ - Wix და Weebly-ის მეშვეობით

საიტის დამზადება უფასოდ

წაიკითხეთ სათუარი „საიტის დამზადება უფასოდ“ და გაიფიქროეთ რომ ეს სიტყვები Clickbait-ს გავს!?

შეკითხვაზე: შემიძლია თუ არა უფასოდ შევქმნა საიტი? მოკლე პასუხი არის - დიახ, თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ უფასოდ შექმნათ საიტი. მაშ ასე, რადგან ამ საკითხით დაინტერსდით, ნამდვილად ღირს გამოყოთ ორიოდე წუთი და გაიგოთ როგორ შეიძლება მიიღოთ თქვენთვის სასურველი საიტი რამდენიმე საათში თანაც უფასოდ.

 

#1 Wix - ყველაზე პოპულარული საიტის ბილდერი მსოფლიოში

Wix ცნობილია როგორც ყველაზე კომფორტული და მეგობრული გარემო დამწყებთათვის. თუ თქვენ საერთოდ არ გქონიათ შეხება ვებ-გვერდის შექმნასთან, მაშინ შეიძლება ამ ვარიანტმა დაგაინტერესოთ. 


პირველი, რაც თვალში გვხვდება, ეს არის წინასწარ გამზადებული დზაინების სიმრავლე, მათი რაოდენობა აჭარბებს  500-ს. საინტერესოა რომ მათგან სასურველის ასარჩევად არ მოგიწევთ თვალების დაღლა, ამაში ხელოვნური ინტელექტი დაგეხმარებათ ე.წ. Wizard სისტემით,

Wix-ს აქვს ძალიან ინტუიციური რედაქტორი, რომლის გამოყენებთ საიტის ელემენტების  დასამატებლად. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიტანოთ დინამიური ფუნქციები, როგორიცაა ანიმაციები და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი, კოდის ერთი ხაზის დაწერის გარეშე.

ამასთან, Wix-ის სიმარტივე არ ნიშნავს რომ ის მოიცავს თანამედროვე, მოწინავე ფუნქციების . თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ საიტის შექმნა ნულიდან. ამის შემდეგ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ძირითადი საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO) და ანალიტიკური ინსტრუმენტები თქვენი საიტის მუშაობის შესამოწმებლად.

დეტალები
ავტორი: View.ge
კატეგორია: ვებ-დეველოპმენტი
გამოქვეყნებულია: 08 დეკემბერი 2023
შექმნილია: 08 დეკემბერი 2023
ბოლო განახლება: 28 ოქტომბერი 2025
გადასვლები: 2404

ვრცლად …

Wocommerce თუ Shopify?

Wocommerce vs Shopify

 

WooCommerce, ეს არის Wordpress-ის ოფიციალური უფასო e-Commerce პლაგინი, რაც გაძლევს საშუალებას  შექმნა ონლაინ მაღაზია ვორდპრესის ძრავზე.

 

Woocommerce -ის პლუსები

 

  • უფასო ღია რესურსი: ვუკომერსის ჩამოწერა და გამოყენება უფასოა, რომელიც უდიდეს პლუსს წარმოადგენს იმ ბიზნესთათვის რომლებთაც მცირე ბიუჯეტი გააჩნიათ. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც რომ ვუკომერსი უფასო ღია რესურსია, რომელიც მუდმივად ახლდება ქომიუნითში მყოფი დეველოპერების მიერ.

  • მარტივად გამოყენებადი: ვუკომერსს აქვს user-friendly ინტერფეისი, რომელიც მის გამოყენებას და მენეჯირებას ამარტივებს. მისი გამოყენება ასევე მარტივია როგორც დამწყები პროგრამისტების ისე კოდის წერის სრულიად უცოდინარი ადამიანებისთვისაც.

  • სიძლიერე და მრავალხრივობა: ვუკომერსის გამოყენება შეგიძლია მრავალფეროვანი ტიპის და კატეგორიის როგორც ფიზიკური  ისე ციფრული პროდუქტების გასაყიდად ონლაინ. მისი მოქნილობის წყალობით  მაღალია მორგებადობის ხარისხიც.

  • მასშტაბურობა: ვუკომერსის საშუალებით შეგიძლიათ მოემსახუროთ ნებისმიერი რაოდნობის კლიენტებს ონლაინ, იმიტომ რომ მას შეუძლია გაიზარდოს თქვენი ბიზნესის ზრდასთან ერთად.

  • ნებისმიერი გაფართოვების მქონე ფუნქციონალის დამატების შესაძლებლობა: პლუსი რომლითაც მისი ბევრი კონკურენტი ვერ დაიკვეხნის.

 

 

Woocommerce-ის  მინუსები

 

  • ტექნიკური ცოდნის საჭიროება: ვუკომერსის გამოყენება და ინსტალაცია კი მარტივია მაგრამ მისი გამართვა და კონფიგურაცია გარკვეულ ტექნიკურ ცოდნას მაინც მოითხოვს, ამიტომ შესაძლებელია დაგჭირდეთ კომპეტენტური დეველოპერის დახმარება / დაქირავება.

  • შეიძლება იყოს ნელი: ვუკომერსი შეიძლება იყოს ნელი თუ არ იყენებ კარგად ოპტიმიზირებულ ჰოსტინგ პროვაიდერის სერვისს / სერვერს. თუ საიტზე დიდ ტრაფიკს ელი, მაშინ გჭირდება რომ სწორად და კარგად აარჩიო პროვაიდერი რომელიც შენ საიტს დაგიჰოსტავს.

  • უსაფრთხოების შეზღუდული დიფაულთ ხელსაწყოები: იმისთვის რომ თქვენი ვუკომერს საიტი იყოს უსაფრთხო და დაცული აუცილებელია რომ მასზე დაყენდეს დამატებითი დაცვა, პლაგინებისა და სხვა გაფართოებების მქონე ფუნქციონალის სახით.

 

Shopify ეს არის ელექტრონული კომერციის პლატფორმა რომელიც  ნებისმიერი ზომის ბიზნესს აძლევს საშუალებას  გაყიდოს თავისი პროდუქტი თუ სერვისი ამ პლატფორმაზე დამზადებული ონლაინ მაღაზიების საშუალებით.

 

Shopify-ის პლუსები

 

  • მარტივად გამოყენებადი: შოპიფაის drag-and-drop ინტერფეისი ამარტივებს მისი გამოყენებისა და მენეჯირების პროცესს ნებისმიერი კომპტენციის მქონე ადამიანისთვის.

  • ხელმისაწვდომობა: შოპიფაი მომხმარებელს თავაზობს მრავალფეროვან არჩევანს გადახდის თვალსაზრისითაც, შენ შეგიძლია იყიდო შენ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული პაკეტი. არც მეტი არც ნაკლები. 

  • მასშტაბირებადი: შოპიფაი შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერი ზომის  ბიზნესმა, სტარტაფმა თუ მეწარმემ. 

  • დიზაინების უდიდესი არჩევანი: შოპიფაიზე თქვენ გაქვთ ნებისმიერი ინდუსტრიისთვის გამიზნული და მორგებადი დიზაინების უდიდესი არჩევანის შესაძლებლობა.

  • აპლიკაცია:  შოპიფაის აქვს APP Store აპლიკაცია რომლის გამოყენებაც გიმარტივებთ თქვენი მაღაზიის გამოყენებას და მართვას.

  • 24/7 საფორთი: შოპიფაი გთავაზობთ ტექნიკურ საფორთს 24 საათის მანძილზე კვირაში 7 დღე. 

 

 

Shopify-ის მინუსები

 

  • ტრანზაქციების საკომისიო: შოპიფაის ტრანზაქციების საკომისიო 3%-ს წარმოადგენს, ეს ფასი თქვენი ბანკებთან ურთიერთობის მიხედვით იცვლება და შეიძლება ავიდეს  6% მდეც კი.

  • მორგებადობის ლიმიტირებულობა: ადამიანთა გარკვეული წრისთვის შოპიფაის ქასთმიზაციის ხარისხი ძალიან დაბალია რადგან ლიმიტირებული ხარ დიზაინების მორგების პროცესში, კოდურ ჩარევებს კი ვერ ახორციელებთ. ეს ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი შეზღუდვაა.

  • მესაკუთრეობა: შოპიფაიზე დამზადებული საიტი შენია მანამ სანამ მის საფასურს იხდი. საიტის სრულფასოვნად გადატანა სხვა სერვერებზე შეუძლებელია განსხვავებით ვუკომერსისა.

  • ფასიანი პლაგინები და API ები: პრემიუმ პაკეტის გამოყენებისას პლაგინებისა და სხვა და სხვა გაფართოებების გამოყენება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

  • ჩატვირთვის სისწრაფე: შოპიფაის დაბალფასიანი პაკეტების შეძენის შემთხვევაში, საიტის სისწრაფე ძალიან დაბალია რომელიც ჯამში SEO რანკინგზეც აისახება.

 

რომელი, Woocommerce თუ Sopify?

როგორც ვუკომერსი ისე შოპიფაი წარმოადგენენ მძლავრი ელექტრონული კომერციის პლატფორმებს რომლებიც ნებისმიერი მასშტაბის ბიზნესს აძლევენ საშუალებას გაყიდონ ონლაინ. გაყიდონ ყველაფერი. 

 

WooCommerce კარგი არჩევანია თუ:  

  • გსურს მოქნილი და მორგებადი პლატფორმა: პლაგინებისა და API ების გამოყენების შესაძლებლობა ვუკომერსს უფრო მორგებად სასურველ კონდიციამდე მიყვანად პლატფორმად აქცევს.
     
  • გესაჭიროება კოდის წერა: პლატფორმის მაქსიმალურად მოსარგებად ხშირად როცა დიდი ფუნქციონალის მქონე საიტს ვქმნით შეიძლება მოგვიწიოს კოდის წერა რისი   შესაძლებლობაც ვუკომერსზე გაგვაჩნია.


Shopify კარგი არჩევანია თუ:

  • გსურთ მარტივად გამოყენებადი პლატფორმა: შოპიფაის drag-and-drop ინტერფეისი გაძლევთ საშუალებას უმარტივესად დაამზადოთ ონლაინ მაღაზია
    .
  • იდეიდან საქმემდე გზა: გსურთ რომ გაიმარტივოთ და აასწრაფოთ.

  • ტექნიკური მხარდაჭერის კომფორტულობა: თქვენ პრიორიტეტშია.

 

    მარტივად - სტატისტიკა რომელიც მეტყველებს

 

 

 

👉Wordpress VS Wix

დეტალები
ავტორი: View.ge
კატეგორია: ვებ-დეველოპმენტი
გამოქვეყნებულია: 01 დეკემბერი 2023
შექმნილია: 01 დეკემბერი 2023
ბოლო განახლება: 01 დეკემბერი 2023
გადასვლები: 1754

Wordpress თუ Wix ?

ამ ბლოგში განვიხილავთ Wordpress -ისა  და  Wix -ის პლუსებსა და მინუსებს, რომ სტატიის წაკითხვის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში სწორი არჩევანის გაკეთება არავის გაუჭირდეს.

Wordpress ეს არის ღია რესურსი (open-source), უფასო კონტენტის მართვის სისტემა (content management system) იგივე CMS - ძრავი, რაზეც ხდება საიტის სასურველი ფუნქციონალისა და დიზაინის აწყობა. მარტივად რომ ვთქვათ ამ ბაზის განთავსება ხდება თქვენსავე ნაქირავებ ან საკუთრებაში მყოფ სერვერზე რასაც Hosting-ს ვეძახით.

საიტის დამზადების ხარჯი ასეთ შემთხვევაში შედგება: Domain /დომენის ( 30 ლარიდან წელიწადში), Hosting /ჰოსტინგისა (10 ლარიდან თვეში) და საიტის დამზადებისთვის გასაწევი ხარჯებისგან (1000 + ერთჯერადად).  

დეტალები
ავტორი: View.ge
კატეგორია: ვებ-დეველოპმენტი
გამოქვეყნებულია: 30 ნოემბერი 2023
შექმნილია: 30 ნოემბერი 2023
ბოლო განახლება: 28 ოქტომბერი 2025
გადასვლები: 2623

ვრცლად …

საიტის ფასი და მისი კალკულაცია

​საიტის ფასი და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები

არის კითხვები რომელზეც ზუსტი პასუხი როგორც წესი არ არსებობს, ერთ-ერთი ასეთი კითხვაა: რა ღირს საიტის დამზადება?

იმისთვის რომ დავადგინოთ თქვენთვის სასურველი და საჭირო საიტის ფასი აუცილებელია გვქონდეს რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი, ესენია: 

1) რა ტიპის ვებსაიტი გსურთ?

  • ბიზნესსაიტი: ამ ტიპის ვებსაიტები გამოიყენება პროდუქტის ან სერვისის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, თუ რას წარმოადგენს თქვენი ბიზნესი როგორ შეუძლია დაგეკონტაქტოთ მომხმარებელი რომ მიიღოთ თქვენი პროდუქტი / სერვისი.

  • Ecommerce საიტი: ამ ტიპის საიტის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენი პროდუქტები / სერვისები ონლაინ, ანუ მომხმარებელი რეგისტრირდება ათავსებს სასურველ პროდუქტს კალათაში და გადის ყიდვის პროცესს ბოლომდე.

  • ნიუს / სიახლეების საიტი: ბევრი კატეგორიის მქონე სიახლეების საიტი სადაც იწერება სტატიები რომლებიც სხვა და სხვა კატეგორიებშია განთავსებული. ონლაინ გაზეთი / ჟურნალი.

  • პორტფოლიო საიტი: კონკრეტული სფეროს წარმომადგენლის პირადი საიტი რომელზეც როგორც წესი განთავსებულია პორტფოლიო რომ მომხმარებელმა ნახონ მისი ნამუშევრები. ასეთი ტიპის საიტი მოიცავს ''ჩემ შესახებ'' გვერდს, კომენტირების ველსა და კონტაქტის ფორმას.

  • კატალოგი: ეს არის იგივე ონლაინ მაღაზია ოღონდ შეძენის სისტემის გარეშე.

  • ლენდინგ ფეიჯი, იგივე გაყიდვების ერთგვერდიანი საიტი: პრომო საიტი რომელიც მიძღვნილია კონკრეტული ერთი პროდუქტის ან სერვისისადმი და რომლის მიზანიალიდების დაგენერირება და გაყიდვების გაზრდა.

  • კომპლექსური საიტები: რომლებიც შეიძლება აერთიანებდეს ბევრი სხვა და სხვა ტიპის საიტის ფუნქციონალს. 
 
დეტალები
ავტორი: View.ge
კატეგორია: ვებ-დეველოპმენტი
გამოქვეყნებულია: 28 ივნისი 2023
შექმნილია: 28 ივნისი 2023
ბოლო განახლება: 28 ოქტომბერი 2025
გადასვლები: 3002

ვრცლად …

გვერდი 3 სულ 3

  • 1
  • 2
  • 3

Copyright ©2026 TEST-საიტის დამზადება | ციფრული მარკეტინგი | ვიდეო რეკლამა