ვებ-დეველოპმენტი
როდიდან და რამდენად ძვირდება .GE დომენი?
.GE სტანდარტული დომენების წლიური ღირებულება 2024 წლის 1 მარტიდან 66,6(6)%-ით იზრდება და მისი საფასური 30 ლარის ნაცვლად 50 ლარი ხდება.
*სტატიის ფარგლებში ტერმინ "დომენის გაყიდვაში" ვგულისხმობთ დომენის რეგისტრაციას ან მის განახლებას 1 წლის ვადით.
თუ თქვენ .GE დომენის მფლობელი ხართ, ინბოქსთან ერთად შეამოწმეთ ელ-ფოსტის სპამ საქაღალდეც, სადმე აუცილებლად მიიღებდით ქვემოთ წარმოდგენილი სქრინშოთის მსგავს შეტყობინებას, რომელიც გვატყობინებს მომსახურების ფასების ცვლილებს.
აღსანიშნავია, რომ ამ სქრინშოთის მსგავსად, სხვა რეგისტრატორებიც ცვლილებასთან ერთად გვატყობინებენ "აქციის" შესახებაც, რომლის არსიც შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ. ვინაიდან, "აქციის" არსი მდგომარეობს იმაში, რომ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხევვაში მომსახურებას გაგვიწევენ ძველი (ანუ არა გაძვირებული) ფასით.
ვინ გასაზღვრავს .GE დომენის ფასებს?
დღემდე, .GE დომენის ერთადერთ პროვაიდერს კავკასუს ონლაინი წარმოადგენს. 2018 წლიდან ამოქმედდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც "კავკასუს ონლაინს" დაევალა GE დომენის გაყიდვის უფლება მიეცა სხვა კომპანიებისთვისაც. რეგულაციის მიხედვით, კავკასუსი ვალდებულია რეგისტრატორ კომპანიებთან გააფორმოს ერთნაირი ტიპის, სტანდარტული ხელშეკრულებები, რომლის პირობებიც საჯაროა.
ამჟამად (3 თებერვალი 2024წ.) "კავკასუსი" რეგისტრატორებს .GE დომენს აწვდის 28 ლარად (თუ რეგისტრატორი წინასწარ იყიდის მრვალ დომენს ერთად, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მისი თვითღირებულების 20 ლარამდე შემცირება). რეგისტრატორების უმრავლესობა .GE დომენებს 30 ლარად ჰყიდის (არსებობენ გამონაკლისებიც, მაგ. registrator.ge-ს ანალოგიური სერვისის ტარიფია 40 ლარი).
რეგისტრატორთა მხარდასაჭერად უნდა აღინიშნოს რომ ისინი 2024 წლის 1 მარტამდე მუშაობას აგრძელებენ მინიმალურ მარჟაზე და მხოლოდ 7%-იანი ფასნამატით (2 ლარი) ჰყიდიან სტანდარტულ .GE დომენს.
პასუხი კითხვაზე, გაიზარდა თუ არა .GE დომენის თვითღირებულება რეგისტრატორებისთვის უცნობია. თუმცა, დანართი რომელშიც გაწერილია .GE დომენის მიწოდების ფასები, ჯერ-ჯერობით არ განახლებულა.
კავკასუსუსის მიერ რეგისტრატორებისთვის სერვისის მიწოდების ტარიფები უფრო ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ ხელშეკრულების #3 დანართში (იხ. დოკუმენტი PDF)
ასევე აღსანიშნავია, რომ .GE სერვისების ფასების რევიზიის შესახებ არაფერია ნათქვამი CCTLD-ის საკონსულტაციო საბჭოს უკანასკნელ (რიგით მეორე) სხდომის განსახილველ საკითხებში.
ამრიგად, თუ კავკასუსს არ შეუცვლია ტარიფები და ხელშეკრულების დანარჩენი პირობებიც უცვლელად დარჩება, მაშინ რეგისტრატორები, 7%-ის ნაცვლად, შეძლებენ სტანდარტული .GE დომენი 78%-იან ფასნამატით გაყიდონ.
78%-იანი ფასნამატი უკვე ძალიან მიმზდველად გამოიყურება და იმედი გვაქვს ეს გაზრდის რეგისტრატორთა კონკურნციას. თავისუფალი კონკურნცია კი ისევე გააჯანსაღებს GE დომენის შეძენის ფასებს როგორც ეს სხვა განვითარებული ქვეყნების ბაზარზე ხდება.
სულ რამდენი .GE დომენის რეგისტორია საქართველოში?
საქართველოში ამ მოენტისათვის სულ გვყავს .GE დომენის 20 რეგისტრატორი.
რა ღირს ადგილობრივი დომენები სხვა ქვეყნებში?
ევროპის პოპულარული ქვეყნების ccTLD-ები, როგორიცაა .de (გერმანია), .uk (გაერთიანებული სამეფო) და .fr (საფრანგეთი): დომენების რეგულარული ღირებულება ძირთადად 10$-იდან 20$-მდე მერყეობს. თუმცა მაღალი კონკურენციის წყალობით თქვენ შეგიძლიათ ისინი უფრო დაბალ ფასადაც შეიძინოთ.
ერთ-ერთი ასეთი პოპულარული ბიუჯეტური რეგისტრატორია Dynadot.com, სადაც ამ მომენტისთვის როგორც სქრინზე ხედავთ გაერთიანებული სამეფოს (.uk) დომენის შეძენა 6,5$-ად, ხოლო პოლონოური (.pl) და გერმანული (.de).
საინტერესოა რომ ასევე 5,5$-ად/წელიწადში შეგიძლიათ შეიძინოთ ევროზონის დომენი (.eu)
ვინაიდან დასავლური ბაზარი თავისუფალია, ზოგიერთ უცხოურ რეგისტრატორს აქვს აქციები, რომლის ფარგლებშიც საშუალება გეძლევათ 1$-ად ან სულაც უფასოდ შეიძინოთ დომენს 1 წლის ვადით (მაგალითისთვის იხილეთ სქრინი, შესაბამისი ბმულით)
ბრიტანული .uk დომენი უფასოდ, ქართული .ge დომენი 50 ლარად!
თუ ბრიტანული .uk დომენის შეძენა გსურთ გაგიმართლათ, ახლა ის უფასოა! (იხ. სააქციო ბმული), თუ ქართული .ge დომენის შეძნა გსურთ იჩქარეთ, ის მალე გაძვირდება :)
რომელი ქვეყნის დომენებია ყველაზე ძვირი?
შეიძლება ახლა უცნაური გრძნობა გაქვთ, რადგან გახსენდებათ რომ ბრიტანეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita) რამდენჯერმე მეტია საქართველოსთან შედარებით და ფიქრობთ, რომ შესაბამისად ლოკალური .ge დომენით საქართველოში მიღებული საშუალო სარგებელიც რამდენჯერმე მცირე იქნება ვიდრე ბრიტანეტში .uk დომენით მიღებული შემოსავალი.
თუ ასე ფიქრობთ, აბსოლუტურად მართალი ხართ, თუმცა საპირწონედ გეტყვით რომ იმავე დიდი ბრიტანეთის კუთვნილ ტერიტორიებს ინდოეთის ოკეანეში რომელიც ცნობილია აბრევიატურით BIOT (British Indian Ocean Territory) გააჩნია საკუთარი დომენი დაბოლებით .io რომლის რეგისტრაციის ფასი სხვადასხვა რეგისტრატორებთან 40$-100$ ფარგლებში მერყეობს.
დაახლობით იმავე საფასო ზღვრებში მერყეობს ასევე ბრიტანეთის შემადგენლობაში მყოფი ტერიტორიული ერთეულის Anguilla-ს ლოკალური .ai დომენი 90$-200$ შუალედშია და მათი ფასი პერიოდულად იზრდება.
ფასების მხრივ ასევე გამორჩელია ბრიტანეთის კიდევ ერთი სამეფოს - ტუვალუს Tuvalu (ყოფილი ელისის კუნძულები) ლოკალური დომენი - .tv მისი ფასები 20-50$ დოლარის ფარგლებშია.
გაინტერესებთ რატომ ღირს ასეთი ძვირი ეს დომენები?
ცხადია მათი ფასების სიძვირე არ უკავშირდება ლოკალურ პაწაწინა ტერიტორიულ ერთეულებს და ეს ccTLD-ები მათი გლობალური მნიშვნელობის გამო ფასობენ. კერძოდ:
.TV დომენი (20-50$) - მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ასოცირდება ტუვალუსთან, .tv დომენი მალევე გახდა სასურველი არჩევანი ტელევიზიის, სტრიმინგის სერვისებისა და ვიდეო კონტენტის ვებსაიტებისთვის.
.IO დომენი (40$-100$) - ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარულია ტექნოლოგიურ კომპანიებსა და სტარტაპებს შორის "Input / Output" ასოციაციის გამო. შესაბამისად, ტექნოლოგიურ კომპანიებს მოსწონთ რომ .io დომენს აქვს უფრო მაღალი ფასი, რომელიც როგორც წესი, იწყება დაახლოებით $60-დან $100-მდე წელიწადში რეგისტრაციისთვის.
.AI დომენი (70$-200$) - ხელოვნური ინტელექტის კომპანიებისა და პროექტების მიმართ მიმზიდველობის გათვალისწინებით, .ai დომენი ძალიან მოთხოვნადი გახდა, რითაც აიხსნება მისი მაღალი ფასი.
მოკლედ, რეალობა ასეთია - .GE დომენის საფასური მარტიდან 30 ლარის ნაცვლად 50 ლარი ეღირება, დასკვნები კი თქვენთვის მოგვინდვია!
დომენის შერჩევა იმაზე მეტად მნიშვნელოვანი პროცესია, ვიდრე ის თუ როგორ გამოიყურება უბრალოდ URL ბრაუზერში. დომენი თქვენი ბიზნესის ბრენდინგის და SEO-ს ნაწილია რომელიც შესაბამისად და ღირსეულად უნდა წარმოადგენდეს მას ვებ სივრცეში. რა თქმა უნდა დომენის შერჩევისას ბევრი თავსატეხის წინაშე შეიძლება დადგეთ მაგრამ არის მნიშვნელოვანი საკითხრები რომელთა გათვალისწინებათ ამ პროცესს მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ.
დომენის შერჩევა - ძირითადი საკითხები
დომენის შერჩევა გულისხმობს პროცესს, რომლის დროსაც უნდა დასვათ 3 მნიშვნელოვანი კითხვა:
- თქვენი დომენის სახელის გაგონებისას რა გსურთ რომ იგრძნოთ თქვენმა პოტენციურმა მომხმარებელმა?
- შერჩეული დომენი ასახავს თუ არა ყველა იმ პროდუქტსა თუ სერვისს რასაც თავაზობთ მომხმარებელს?
- ბრენდულ სახელწოდებაზე აკეთებთ აქცენტს თუ SEO ქივორდის გამოყენება გსურთ დომენის არჩევისას? (ამ კითხვაზე პასუხი ფაქტობრივად გაკეთებული საქმის ნახევარია)
1. მოკლე, კეთილჟღერადი და დამახსოვრებადი
თუ დომენის სახელში გსურთ რომ ბრენდის სახელი ფიგურირებდეს, რებრენდიგს კიდევ არ გეგმავთ ისღა დაგრჩენიათ დაარეგისტრიროთ სახელი დომენად. მაგრამ გაითვალისწინეთ რომ დომენის სახელი უნდა იყოს :
- 15 სიმბოლოზე ნაკლები
- კეთილჟღერადი
- დამახსოვრებადი
- ასოციაციების გამომწვევი
საიტის დამზადება უფასოდ
წაიკითხეთ სათუარი „საიტის დამზადება უფასოდ“ და გაიფიქროეთ რომ ეს სიტყვები Clickbait-ს გავს!?
შეკითხვაზე: შემიძლია თუ არა უფასოდ შევქმნა საიტი? მოკლე პასუხი არის - დიახ, თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ უფასოდ შექმნათ საიტი. მაშ ასე, რადგან ამ საკითხით დაინტერსდით, ნამდვილად ღირს გამოყოთ ორიოდე წუთი და გაიგოთ როგორ შეიძლება მიიღოთ თქვენთვის სასურველი საიტი რამდენიმე საათში თანაც უფასოდ.
#1 Wix - ყველაზე პოპულარული საიტის ბილდერი მსოფლიოში
Wix ცნობილია როგორც ყველაზე კომფორტული და მეგობრული გარემო დამწყებთათვის. თუ თქვენ საერთოდ არ გქონიათ შეხება ვებ-გვერდის შექმნასთან, მაშინ შეიძლება ამ ვარიანტმა დაგაინტერესოთ.
პირველი, რაც თვალში გვხვდება, ეს არის წინასწარ გამზადებული დზაინების სიმრავლე, მათი რაოდენობა აჭარბებს 500-ს. საინტერესოა რომ მათგან სასურველის ასარჩევად არ მოგიწევთ თვალების დაღლა, ამაში ხელოვნური ინტელექტი დაგეხმარებათ ე.წ. Wizard სისტემით,
Wix-ს აქვს ძალიან ინტუიციური რედაქტორი, რომლის გამოყენებთ საიტის ელემენტების დასამატებლად. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიტანოთ დინამიური ფუნქციები, როგორიცაა ანიმაციები და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი, კოდის ერთი ხაზის დაწერის გარეშე.
ამასთან, Wix-ის სიმარტივე არ ნიშნავს რომ ის მოიცავს თანამედროვე, მოწინავე ფუნქციების . თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ საიტის შექმნა ნულიდან. ამის შემდეგ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ძირითადი საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO) და ანალიტიკური ინსტრუმენტები თქვენი საიტის მუშაობის შესამოწმებლად.
Wocommerce vs Shopify
WooCommerce, ეს არის Wordpress-ის ოფიციალური უფასო e-Commerce პლაგინი, რაც გაძლევს საშუალებას შექმნა ონლაინ მაღაზია ვორდპრესის ძრავზე.
Woocommerce -ის პლუსები
- უფასო ღია რესურსი: ვუკომერსის ჩამოწერა და გამოყენება უფასოა, რომელიც უდიდეს პლუსს წარმოადგენს იმ ბიზნესთათვის რომლებთაც მცირე ბიუჯეტი გააჩნიათ. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც რომ ვუკომერსი უფასო ღია რესურსია, რომელიც მუდმივად ახლდება ქომიუნითში მყოფი დეველოპერების მიერ.
- მარტივად გამოყენებადი: ვუკომერსს აქვს user-friendly ინტერფეისი, რომელიც მის გამოყენებას და მენეჯირებას ამარტივებს. მისი გამოყენება ასევე მარტივია როგორც დამწყები პროგრამისტების ისე კოდის წერის სრულიად უცოდინარი ადამიანებისთვისაც.
- სიძლიერე და მრავალხრივობა: ვუკომერსის გამოყენება შეგიძლია მრავალფეროვანი ტიპის და კატეგორიის როგორც ფიზიკური ისე ციფრული პროდუქტების გასაყიდად ონლაინ. მისი მოქნილობის წყალობით მაღალია მორგებადობის ხარისხიც.
- მასშტაბურობა: ვუკომერსის საშუალებით შეგიძლიათ მოემსახუროთ ნებისმიერი რაოდნობის კლიენტებს ონლაინ, იმიტომ რომ მას შეუძლია გაიზარდოს თქვენი ბიზნესის ზრდასთან ერთად.
- ნებისმიერი გაფართოვების მქონე ფუნქციონალის დამატების შესაძლებლობა: პლუსი რომლითაც მისი ბევრი კონკურენტი ვერ დაიკვეხნის.
Woocommerce-ის მინუსები
- ტექნიკური ცოდნის საჭიროება: ვუკომერსის გამოყენება და ინსტალაცია კი მარტივია მაგრამ მისი გამართვა და კონფიგურაცია გარკვეულ ტექნიკურ ცოდნას მაინც მოითხოვს, ამიტომ შესაძლებელია დაგჭირდეთ კომპეტენტური დეველოპერის დახმარება / დაქირავება.
- შეიძლება იყოს ნელი: ვუკომერსი შეიძლება იყოს ნელი თუ არ იყენებ კარგად ოპტიმიზირებულ ჰოსტინგ პროვაიდერის სერვისს / სერვერს. თუ საიტზე დიდ ტრაფიკს ელი, მაშინ გჭირდება რომ სწორად და კარგად აარჩიო პროვაიდერი რომელიც შენ საიტს დაგიჰოსტავს.
- უსაფრთხოების შეზღუდული დიფაულთ ხელსაწყოები: იმისთვის რომ თქვენი ვუკომერს საიტი იყოს უსაფრთხო და დაცული აუცილებელია რომ მასზე დაყენდეს დამატებითი დაცვა, პლაგინებისა და სხვა გაფართოებების მქონე ფუნქციონალის სახით.
Shopify ეს არის ელექტრონული კომერციის პლატფორმა რომელიც ნებისმიერი ზომის ბიზნესს აძლევს საშუალებას გაყიდოს თავისი პროდუქტი თუ სერვისი ამ პლატფორმაზე დამზადებული ონლაინ მაღაზიების საშუალებით.
Shopify-ის პლუსები
- მარტივად გამოყენებადი: შოპიფაის drag-and-drop ინტერფეისი ამარტივებს მისი გამოყენებისა და მენეჯირების პროცესს ნებისმიერი კომპტენციის მქონე ადამიანისთვის.
- ხელმისაწვდომობა: შოპიფაი მომხმარებელს თავაზობს მრავალფეროვან არჩევანს გადახდის თვალსაზრისითაც, შენ შეგიძლია იყიდო შენ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული პაკეტი. არც მეტი არც ნაკლები.
- მასშტაბირებადი: შოპიფაი შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერი ზომის ბიზნესმა, სტარტაფმა თუ მეწარმემ.
- დიზაინების უდიდესი არჩევანი: შოპიფაიზე თქვენ გაქვთ ნებისმიერი ინდუსტრიისთვის გამიზნული და მორგებადი დიზაინების უდიდესი არჩევანის შესაძლებლობა.
- აპლიკაცია: შოპიფაის აქვს APP Store აპლიკაცია რომლის გამოყენებაც გიმარტივებთ თქვენი მაღაზიის გამოყენებას და მართვას.
- 24/7 საფორთი: შოპიფაი გთავაზობთ ტექნიკურ საფორთს 24 საათის მანძილზე კვირაში 7 დღე.
Shopify-ის მინუსები
- ტრანზაქციების საკომისიო: შოპიფაის ტრანზაქციების საკომისიო 3%-ს წარმოადგენს, ეს ფასი თქვენი ბანკებთან ურთიერთობის მიხედვით იცვლება და შეიძლება ავიდეს 6% მდეც კი.
- მორგებადობის ლიმიტირებულობა: ადამიანთა გარკვეული წრისთვის შოპიფაის ქასთმიზაციის ხარისხი ძალიან დაბალია რადგან ლიმიტირებული ხარ დიზაინების მორგების პროცესში, კოდურ ჩარევებს კი ვერ ახორციელებთ. ეს ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი შეზღუდვაა.
- მესაკუთრეობა: შოპიფაიზე დამზადებული საიტი შენია მანამ სანამ მის საფასურს იხდი. საიტის სრულფასოვნად გადატანა სხვა სერვერებზე შეუძლებელია განსხვავებით ვუკომერსისა.
- ფასიანი პლაგინები და API ები: პრემიუმ პაკეტის გამოყენებისას პლაგინებისა და სხვა და სხვა გაფართოებების გამოყენება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.
- ჩატვირთვის სისწრაფე: შოპიფაის დაბალფასიანი პაკეტების შეძენის შემთხვევაში, საიტის სისწრაფე ძალიან დაბალია რომელიც ჯამში SEO რანკინგზეც აისახება.
რომელი, Woocommerce თუ Sopify?
როგორც ვუკომერსი ისე შოპიფაი წარმოადგენენ მძლავრი ელექტრონული კომერციის პლატფორმებს რომლებიც ნებისმიერი მასშტაბის ბიზნესს აძლევენ საშუალებას გაყიდონ ონლაინ. გაყიდონ ყველაფერი.
WooCommerce კარგი არჩევანია თუ:
- გსურს მოქნილი და მორგებადი პლატფორმა: პლაგინებისა და API ების გამოყენების შესაძლებლობა ვუკომერსს უფრო მორგებად სასურველ კონდიციამდე მიყვანად პლატფორმად აქცევს.
- გესაჭიროება კოდის წერა: პლატფორმის მაქსიმალურად მოსარგებად ხშირად როცა დიდი ფუნქციონალის მქონე საიტს ვქმნით შეიძლება მოგვიწიოს კოდის წერა რისი შესაძლებლობაც ვუკომერსზე გაგვაჩნია.
Shopify კარგი არჩევანია თუ:
- გსურთ მარტივად გამოყენებადი პლატფორმა: შოპიფაის drag-and-drop ინტერფეისი გაძლევთ საშუალებას უმარტივესად დაამზადოთ ონლაინ მაღაზია
. - იდეიდან საქმემდე გზა: გსურთ რომ გაიმარტივოთ და აასწრაფოთ.
- ტექნიკური მხარდაჭერის კომფორტულობა: თქვენ პრიორიტეტშია.
მარტივად - სტატისტიკა რომელიც მეტყველებს
ამ ბლოგში განვიხილავთ Wordpress -ისა და Wix -ის პლუსებსა და მინუსებს, რომ სტატიის წაკითხვის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში სწორი არჩევანის გაკეთება არავის გაუჭირდეს.
Wordpress ეს არის ღია რესურსი (open-source), უფასო კონტენტის მართვის სისტემა (content management system) იგივე CMS - ძრავი, რაზეც ხდება საიტის სასურველი ფუნქციონალისა და დიზაინის აწყობა. მარტივად რომ ვთქვათ ამ ბაზის განთავსება ხდება თქვენსავე ნაქირავებ ან საკუთრებაში მყოფ სერვერზე რასაც Hosting-ს ვეძახით.
საიტის დამზადების ხარჯი ასეთ შემთხვევაში შედგება: Domain /დომენის ( 30 ლარიდან წელიწადში), Hosting /ჰოსტინგისა (10 ლარიდან თვეში) და საიტის დამზადებისთვის გასაწევი ხარჯებისგან (1000 + ერთჯერადად).