ინტერნეტ მაღაზიის დამზადება მისთვის ვინც ამ საკითხთან შეხება არ ქონია შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან მარტივი ან ძალიან რთული ჩანდეს. ამ სტატიაში თქვენ ნახავთ სასარგებლო ინფორმაციას რაც გაგიადვილებთ ინტერნეტ მაღაზიის დამზადების პროცესს. აქ მოცემულია საბაზისო ინფორმაცია, რომელიც ასახავს ონლაინ მაღაზიის შექმნის ძირითად ნაბიჯებს და იმას თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თითოეულ ეტაპზე.
პირველი რაც ინტერნეტ მაღაზიის დამზადებამდე უნდა გააკეთოთ:
- გაარკვიეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია / buyer persona
სანამ დაიწყებთ ონლაინ მაღაზიის დამზადებას, აუცილებელია განსაზღვროთ თქვენი სამიზნე აუდიტორია, თუ ვინაა თქვენი პოტენციური მომხმარებელი, რა სქესის, ასაკის, პროფესიის, განათლების, შემოსავლების ადამიანები არიან ისინი, სად ცხოვრობენ, რა ინტერესები გააჩნიათ და აშ. ამ ინფორმაციის ცოდნა დაგეხმარებათ მათზე მორგებული ონლაინ მაღაზიის დაამზადებასა და სწორი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში რაც თქვენი ინტერნეტ მაღაზიის ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის. ონლაინ მაღაზიის მიზანი ხომ გაყიდვების გაზრდა არსებული კლიენტების შენარჩუნება და ახალის მოზიდვაა.

