უფასო ფოტოების საიტები
უფასო ფოტოების წყაროს ეძებთ? თუ გიფიქრიათ იმაზე რამდენ ძალისხმევას დაზოგავდით უფასო ფოტოების წყაროსთვის რომ მიგეგნოთ? არა და ფოტოები ყველაფრისთვის გჭირდებათ - საიტისთვის, სოციალური მედია მარკეტინგისთვის, ბრენდინგისთვის, გაყიდვების ზრდისთვის. ეს ყველასთვის ნაცნობი ტკივილია თან მაშინ როცა შეზღუდული ხართ ფინანსებში.
ვებში ბევრი ძალიან კარგი უფასო რესურსია საიდანაც შეგიძლიათ ჩამოწეროთ მაღალი ხარისხის ფოტოები თქვენი ბიზნესისთვის, მთავარია მათ შესახებ იცოდეთ. ამიტომ ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ 10 ყველაზე ცნობილ და საჭირო ვებსაიტზე საიდანაც შეძლებთ საჭირო ფოტოების ჩამოტვირთვას უფასოდ.
დასაწყისისთვის გავერკვეთ ფოტოების ლიცენზიების ტიპებში:
- Royalty free ნიშნავს რომ ყველანაირი ფასის გარეშე შეგიძლია გამოიყენო ფოტო რომელზე ლიცენზიაც ასევე უფასოა. ფლობ ფოტოს, ეი ფლობთ მასზე ლიცენზიასაც.
- Creative Commons license ეს გაძლევთ საშუალებას გააზიაროთ თქვენი ფოტო და გამოიყენოთ საკუთარი მიზნებისა და სურვილისამებრ.
- Attribution ამ შემთხვევაში ფოტოს ჩამოტვირთისას თქვენ იღებთ ვალდებულებას რომ მისი გამოყენების შემთხვევაში მიუთითოთ ფოტოს ავტორის ვინაობა.
- Commercial use რიგ სიტუაციებში კომერციული გამოყენებისთვის და ფინანსური სარგებლის მისაღებად თქვენ დაგჭირდეთ ნებართვაც. გააჩნია სიტუაციას.
- Membership ნიშნავს რომ ზოგიერთი საიტი ფოტოს ჩამოსატვირთად გთხოვთ რეგისტრაციის გავლას და თქვენი ექაუნთით ამ ფოტოების ჩამოწერას, რიგ შემთხვევებში ამისთვის თანხასაც ითხოვენ ან შეიძლება იგი მოიცავდეს ფიქსირებული რაოდენობის საწევროს თვიურად.


