ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა როცა "გუგლაობის" დროს გვიწევს წინ და უკან ტაბებზე გადართვა, მერე გვავიწყდება სად რომელი ტაბი გვქონდა გახსნილი, ძებნის შედეგებიდან რომელი ბმული ვნახეთ, რომელი არა და ა.შ. მოკლედ, თუ მშივრები ან ცუდ ხასიათზე ვართ შეიძლება ასეთ დროს კლავიატურაც კი ვიმსხვერპლოთ. ამიერიდან ასე აღარ მოხდება! რადგან Google-მა გადაწყვიტა უფრო ერგონომიულად გამოიყენოს თქვენი მონიტორის ფართობი. თქვენ ახლა შეგიძლიათ უბრალოდ გვერდზე (Sidebar-ზე) გახსნათ ძებნის ფანჯარა და ჩვეულებრივ ათვალიეროთ საიტები გუგლის ძებნის შედეგებთან ერთად.
ორაზროვანი სმაილების მნიშვნელობები
დღეისათვის სალიტერატურო ენაზე, სამეცნიერო ტერმინებზე და ორთოგრაფიულ აკურატულობაზე მეტად მნიშვნელოვანი გახდა შინაარსის მარტივად გამოხატვა, რაშიც ხშირად ე.წ. "სმაილები" (სმაილაკები, ემოჯები) გვეხმარებიან. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე მათგანის განმარტებას რომელიც ურბანულ დონეზე ხშირად გვხვდება.

